გიგი უგულავა - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო - არც მწვადი დაწვეს და არც შამფური

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო - არც მწვადი დაწვეს და არც შამფური, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო.

"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით ისევე, როგორც შიგნით, კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო. ძალიან კარგად იცოდა ყველა პროკურორმა, მათ შორის, შოთაძემაც, რომ არანაირი ფულის გათეთრება ამ საქმეში არ იყო, მაგრამ სამი წელი აწვალეს ხალხი, დახარჯეს ბიუჯეტის ფული ამ სისულელეში და დაადგინეს შუალედური - არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. დაჭერა არ უნდოდათ, მაგრამ მისცა პიარს, კოლექტიურ ოხანაშვილს საკვები, რომ ილაპარაკონ აი, ხომ ვამბობდით ესენი დამნაშავეები არიან. კოლექტიურ ოხანაშვილს, კოლექტიურ ნინო წილოსანს მისცა პოლიტიკური საკვები. სინამდვილეში გამოვლინდა ერთადერთი რამ, რომ ივანიშვილის სამართლებრივ თაღლითობაში ჩართულია სასამართლო და პროკურატურა", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

გიორგი კაჭარავა - ყაზახეთში არსებული ვითარება ბევრ კითხვებს ბადებს, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია
მამუკა გამყრელიძე - მსოფლიოში  დაიწყო ახალი გადანაწილება,  არსებული შეთანხმებები და  ფორმატები  ეფექტურად ვეღარ მუშაობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველდღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს
„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების ჩართვას სხვადასხვა პირობით გვთავაზობს
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში