სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის სასამართლოს გაუჭირდა გაეფორმებინა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც მიცემული ჰქონდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ აღნიშნული საქმე აბსურდული იყო.

„ვფიქრობ, დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა, ერთი, რომ ეს საქმე აბსურდული იყო და თუნდაც ივანიშვილის სასამართლოს გაუჭირდა გაეფორმებინა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც მიცემული ჰქონდა. მეორე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლის არანაირი პრინციპები, სამართლიანობა და ადამიანები შეიძლება წლების განმავლობაში დევნონ, მაგრამ რისთვის, გაუგებარია. მესამე - დავინახეთ ის, რომ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი სასამართლო, ამის მსხვერპლი ხდებიან არა კონკრეტული ადამიანები, როგორიც არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი, არამედ ქვეყანას ერთმევა განვითარების შანსი. მათ შორის, ამ საქმის შედეგია ის, რომ ვერ განხორციელდა ანაკლიის პროექტი. ამიტომ, უნდა შეიცვალოს ქვეყანაში მართლმსაჯულების პრინციპები, გატარდეს სასამართლოს რეფორმა, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ამ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები, რის გარეშეც ქვეყანას განვითარების შანსი არ ექნება და ეს დავინახეთ ჩვენ“, - აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ე. წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს