იაგო ხვიჩია - მოვისმინე, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რასაც არ ვეთანხმები - მე დავიღალე ამ საქმით და წამომიდგენია, მასში მონაწილეები როგორ დაიღლებოდნენ

მოვისმინე, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ, რასაც არ ვეთანხმები, ამან შეიძლება უარესად დაამთავროს ეს საქმე ან დაუსრულებელი გახადოს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ ბრალდებულები გაასაჩივრებენ ამ საქმეს, მაშინ პროკურატურაც გაასაჩივრებს.

„ჩემი აზრით, 100 პროცენტით ვერასდროს დავადგენთ, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, მაგრამ მოვისმინე კომენტარები ადვოკატების და განსასჯელების, ვინც ამ საქმეზე იყვნენ ბრალდებულები, რომ აპირებენ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება და მინდოდა მეთქვა, რომ ამას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და მისცეს საშუალება ამ საქმეს, რომ დამთავრდეს. თუ გაასაჩივრებს პროკურატურა, გვეცოდინება, რომ ეს საქმე გააგრძელა პროკურატურამ, ხოლო თუ ამას გაასაჩივრებენ ადვოკატები და დაცვის მხარე, პროკურატურას ყოველთვის ექნება საშუალება გააგრძელოს ეს საქმე იმდენ ხანს, რამდენი ხნითაც უნდა და თან ეს გაგრძელება დააბრალოს ოპოზიციას, იმ ხალხს, ვინც ეს საქმე გაასაჩივრა.

ამასთან, თუ გაასაჩივრებენ იქნება სხვა გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება უარესად დაამთავროს ეს საქმე, ან არ დაამთავროს და დაუსრულებელი გახადოს. მე ამ საქმის დამთავრება მინდა, მე დავიღალე ამ საქმით და წამომიდგენია, მასში მონაწილეები როგორ დაიღლებოდნენ", - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა