დიმიტრი საძაგლიშვილი - მოსამართლე ციცინო როხვაძემ, როგორც რეპრესიული მანქანის ჭანჭიკმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც უნდა ყოფილიყო ჩართული

მოსამართლე ციცინო როხვაძემ, როგორც რეპრესიული მანქანის ჭანჭიკმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

როგორც საძაგლიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით ციცინო როხვაძემ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

„ეს იყო ცინიზმის მწვერვალი ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად მოსამართლე ციცინო როხვაძემ, როგორც რეპრესიული მანქანის ჭანჭიკმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ნაწილში სასამართლოც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩართული. წარმოუდგენელია ამ დროში გადაწყვეტილების მიღება თუ არ არის არანორმალური პოლიტიკური ინტერესი და პრინციპში ციცინო როხვაძემ არც დამალა ეს, რომ მან რაღაც საჩივარი კი არ განიხილა ობიექტურად, არამედ შეასრულა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა. სასამართლომ თეთრზე თქვა შავი და ეს გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით თუ რა სამწუხარო მდგომარეობა გვაქვს სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა დაასრულა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო