მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმა მოინახულა

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უფლებადამცველები ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი იმყოფებიან.

მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონსულმაც მოინახულა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

რაც შეეხება სააკაშვილის ადვოკატებს, მათ სააკაშვილის მონახულებამდე მედიასთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს.

ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით არის მიღებული.

„სასამართლომ კიდევ ერთხელ იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოში სამართლის ძიებას აზრი არ აქვს და საქართველოში მართლმსაჯულება არის უაღრესად პოლიტიზებული, ის ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დავალებებს. სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება და ეს კიდევ ერთხელ არის იმის მაჩვენებელი თუ რატომ ხდება ამ სამსახურის დახურვაც“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა