ანა ნაცვლიშვილი - სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ რეალურად გასამართლდა არა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე თუ ავთანდილ წერეთელი, არამედ ანაკლიის პორტი და მისი შეჩერება იყო „ქართული ოცნების“ ვერდიქტი

ეს იყო ანაკლიის პორტის შესაჩერებლად დაწყებული დავა. არევაძის ხელმოწერით მიღებული განაჩენი ადასტურებს, რომ ეს დავა, რომელიც პროკურატურამ 3 წლის წინ დაიწყო, სამართალს და კანონს იყო აცდენილი, - ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერდიქტი, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საუკეთესო და სწორი დასასრული ამ საქმეში იქნება ამ სამარცხვინო ხელისუფლების ჩამოშორება კონსტიტუციური გზით.

„ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ეს დავა გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტად გაცილებით დიდი და ქვეყნისთვის საშიში დარტყმის მისაყენებლად. მისი მიზანი იყო შეეჩერებინათ ანაკლიის პორტი, საერთაშორისო რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ ანაკლიის აღმშენებლებისთვის და გაენეიტრალებინა მათი მოქმედებები ამ მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ზუსტად ეს იყო ცნობილი მუქარის წერილის ტექსტი - „შეგილახავთ საერთაშორისო რეპუტაციას“, რადგან საერთაშორისო პროექტია ანაკლია და ამ პროექტის არ განხორციელება იყო ხელისუფლების მთავარი ამოცანა, რომლისთვისაც მან გამოიჩინა სამართლებრივი ბერკეტები. ამ ქვეყნისთვის საუბედუროდ, პროკურატურა და სასამართლო აღმოჩნდა ამ დაკვეთის შემსრულებელი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ამ ხელისუფლების ცვლილება არის გარდაუვალი.

„ამ განაჩენით დადასტურდა, რომ სასამართლოში რეალურად გასამართლდა არა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე თუ ავთანდილ წერეთელი, არამედ ანაკლიის პორტი გასამართლდა და მისი შეჩერება იყო „ქართული ოცნების“ ვერდიქტი, მაგრამ ანაკლია აუცილებლად აშენდება, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით რამდენი მტერიც არ უნდა ჰყავდეს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

კონკრეტულად ამ საქმეს ადვოკატები გაასაჩივრებენ, რადგან არ ვეთანხმებით თუნდაც იმ შეცვლილ კვალიფიკაციას. ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მათ ვერ გაბედეს ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის ციხეში გაშვება და მიიღეს შუალედური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაში სქელი თეთრი ძაფი ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის გადაკვალიფიცირების ნაწილში, იმდენად აბსურდული არის ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო