1-ელი იანვრიდან, მედიატორებისთვის განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო სისტემა ამოქმედდა

2022 წლის 1-ელი იანვრიდან, მედიატორებისთვის განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო სისტემა ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულება, მედიატორებისთვის საგანმანათლებლო და საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობას გულისხმობს, ამასთან, მისი მიზანია ხელი შეუწყოს მედიატორთა პროფესიული უნარ-ჩვევების და ცოდნის გაღრმავებას, როგორც პროფესიული განვითარებისთვის, ისე მედიაციის მომხმარებელთა სასარგებლოდ.

„აღნიშნული დებულების ამოქმედებით, მედიატორებს ეძლევათ შესაძლებლობა მოახდინონ ფოკუსირება თავიანთ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე. პროფესიული განვითარება განგრძობადი პროცესია, რომლის ფარგლებშიც მედიატორები ფოკუსირებას ახდენენ პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე, საკუთარი ძლიერი მხარეების თვითშემეცნებაზე და იმ სფეროების იდენტიფიცირებაზე, რა მიმართულებითაც მათ დამატებითი მუშაობა და გაუმჯობესება ესაჭიროებათ“, - განაცხადა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ 2020-2025 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო სისტემის დანერგვის პროცესში, აქტიურად იყო ჩართული მხარდამჭერი დონორი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/PROLOG) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’. მათივე დახმარებით შემუშავდა მოწვეული უცხოელი ექსპერტის ჩართულობით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის განგრძობადი პროფესიული განვითარების დებულება, რომლითაც განისაზღვრა მოქმედი მედიატორების განგრძობადი განვითარების სავალდებულო სასწავლო კომპონენტი

,ხაზგასასმელია რომ ქვეყანაში მედიაციის დანერგვის და ნდობის მოპოვების კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარება. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად მზად არის შესაძლებლობის ფარგლებში იზრუნოს და ხელი შეუწყოს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა