ოთარ კახიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე - დევნა არ დასრულებულა, „დამოკლეს მახვილივით“ იქნება პოლიტიკური ოპონენტების თავზე

ეს დევნა არ დასრულებულა, „დამოკლეს მახვილივით“ იქნება პოლიტიკური ოპონენტების თავზე, ისევე როგორც იქცევიან მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ ხელწერით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ვარაუდით, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს და პროცესები გაგრძელდება.

„ეს დევნა არ დასრულებულა, პროკურატურა გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და ეს პროცესები გაგრძელდება, შემდეგ სააპელაციო სასამართლომაც რომ ძალაში დატოვოს, უზენაეს სასამართლოში წაიღებენ და „დამოკლეს მახვილივით“ იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტების თავზე. ისევე როგორც იქცევიან მთლიანად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ ხელწერით, როდესაც პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ეს კონკრეტულად ხაზარაძის, ჯაფარიძის ან რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის პრობლემა კი არ არის, ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს“, - განაცხადა კახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს