ბულგარეთის მაღალრეიტინგული გამოცემა VOYAGE სტატიას სათაურით „საქართველო - სიყვარულის მიწა“ აქვეყნებს

ბულგარეთის მაღალრეიტინგული გამოცემა VOYAGE საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტატიის ავტორმა ვლადინა ცეკოვამ საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში გასულ წელს იმოგზაურა.

სტატიაში „საქართველო - სიყვარულის მიწა“ დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ქვეყნის უნიკალური ისტორია, ტრადიციები, ფოლკლორი, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა. ჟურნალისტი მკითხველს ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, ასევე, მოუთხრობს სოფელ უდეში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორიას.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბულგარეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ბულგარეთის მაღალრეიტინგული ტელეკომპანიების, გამოცემებისა და საინფორმაციო სააგენტოების რედაქტორებსა და ჟურნალისტებს ბულგარეთში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით 2021 წლის ოქტომბერში უმასპინძლა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა