ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ მათ მიერ დაგებულ მახეში თვითონ აღმოჩნდა გაბმული

ბრალდება, რომელსაც ედავებოდნენ, ამ სასამართლოს პირობებშიც კი ვერ დადასტურდა და მათ მიერ დაგებულ მახეში თვითონ აღმოჩნდნენ გაბმული - მოიფიქრეს სამართლებრივი თაღლითობა და მოძებნეს შუალედური გამოსავალი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ როგორმე სახე შეენარჩუნებინათ, - ასე შეაფასა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

მისი თქმით, აღნიშნული საქმით უშუალოდ დაინტერესებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოხდა.

„ის ბრალდება, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ედავებოდნენ, ამ სასმართლოს პირობებშიც კი, ვერ დადასტურდა და მათ მიერ დაგებულ მახეში თვითონ აღმოჩნდნენ გაბმული. მოიფიქრეს სამართლებრივი თაღლითობა და მოძებნეს შუალედური გამოსავალი იმისთვის, რომ სრულიდ უკანონო, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ, ამ საქმესთან დაკავშირებით როგორმე სახის შენარჩუნება მოეხერხებინათ.

ვიცით, რომ პირადად ივანიშვილის დაინტერესება იყო ამ საქმეში. აქ არის ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც ამ საქმის წამოწყების მიზეზი გახდა თავის დროზე, - ეს არის ანაკლიის პორტი და მისი შეჩერება, რომელიც იყო მთავარი ივანიშვილის გადაწყვეტილება. ეს სამართლებრივი დავა იყო მხოლოდ ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად: გააჩერეს ანაკლიის პორტი, ამით გზა გაუხსნეს და დრო დაუთმეს რუსეთს, რომელმაც დაჩქარებულ რეჟიმში ააშენა პორტი ანაკლიის საპირწონედ. ახლა უკვე ღია გზავნილებით ესაუბრება მსოფლიოს, მათ შორის ნატო-ს და პირობებს უყენებს საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ყველფერი არის ერთი დიდი გეოპოლიტიკური თამაში“, - განაცხდა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა გადაცემაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც ისაუბრა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, თუმცა, მასზე პასუხის გაცემა სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა მოხდეს.

„ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ ყველას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ამ კითხვას პასუხი გასცეს სამართლიან სასამართლოზე. ვის მიმართაც არსებობს კითხვები და ცხადია, რომ არსებობს მწვავე კითხვები იმ 9 წელთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ამ კითხვებზე ყველა ვალდებულია, რომ გასცეს პასუხი და სამართლიანად უნდა მოხდეს თითოეული ამ საქმის გამოძიება“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა