ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილს უნდოდა ხაზარაძის დასჯა და მისი რეპუტაციის შელახვა, რაღაც დონეზე მიაღწია, რაღაც დონეზე ვერ

ხელისუფლებამ უკან კი არ დაიხია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა, რომ გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება და დღეს უბრალოდ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ არაფერში არ სჭირდებოდა ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა და მიიღეს ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონიუნქტურული, ვითარებიდან გამომდინარე , - ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის რეპუტაციის შელახვა სურდა და „რაღაც დონეზე მიაღწია“.

„ყველამ იცის ჩემი მამუკა ხაზარაძისადმი დამოკიდებულება, მაგრამ ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ეს იყო რაღაც თითიდან გამოწოვილი, ყურით მოთრეული ამბავი, ეს ბრალდება. ასეთ გადარიცხვებს ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული ვარ, დღეში ათს აკეთებს და შეგვიძლია დავიბაროთ და ვატაროთ პროკურატურაში.

რა თქმა უნდა, მიზანი იყო აბსოლუტურად სხვა, მიზანი იყო დისკრედიტაცია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და რაღაც დონეზე ამას მიაღწიეს. კარგი იქნება თუ არც პროკურატურა გაასაჩივრებს და არც ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გაასაჩივრებენ და ეს თემა დაიხურება იმიტომ, რომ ისედაც ყველასთვის ნათელია, რა იყო. ბიძინა ივანიშვილს უნდოდა დასჯა ხაზარაძის და მისი რეპუტაციის შელახვა და რაღაც დონეზე მიაღწია, რაღაც დონეზე ვერ მიაღწია. ვამბობთ „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობთ სასამართლოსაც და პროკურატურასაც, ეს მოცემულობა გვაქვს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კითხვაზე, სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ თუ პარლამენტში ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება დაუჭერს თუ არა მხარს, ალეკო ელისაშვილი პასუხობს, რომ „ჩვენ არც ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის დაგვიჭერია მხარი და არც ახლა, რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა