პრეზიდენტი - ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს პარტნიორებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

"დღეს მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა იენს სტოლტენბერგის მიერ. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს თავის პარტნიორებს, რომ ისინი განაგრძობენ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან და პატივი სცემს მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო არ წავა დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

"ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიონ საკუთარი გზა“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო