შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში - „სამართალი ფილმებში“ რეგისტრაცია დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიხსნა ზამთრის სკოლა - „სამართალი ფილმებში“.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, „სამართალი ფილმებში“ არის 8 სესიისგან შემდგარი სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს (აბიტურიენტებს და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს) შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების შემცველი ფილმების ყურების საფუძველზე, მოახდინონ სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობა და ანალიზი.

„კურსის მიზანია, მონაწილეებს შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა სამართლის თანამედროვე ტენდენციების, სხვადასხვა დარგებში არსებული სამეცნიერო თუ პრაქტიკულ გამოწვევებისა და განვითარების ეტაპების შესახებ; გამოუმუშაოს კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების ანალიზის, მათი გადაწყვეტის შესაბამისი მიდგომების განვითარების, ასევე საკუთარი სამართლებრივი დასკვნების თაობაზე იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერითი ფორმით კომუნიკაციის უნარი; გამოუმუშაოს სამართლის ნორმების, წყაროების, მეთოდების ანალიზის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, მათი შეფასების, სამართლებრივ დავაში პოზიციების დასაბუთების, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთების უნარი და გამოუმუშაოს საკუთარი ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.

კურსს გაუძღვებიან ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, სერგი ჯორბენაძე და პროფესორი, სამართლის დოქტორი უშანგი ბახტაძე. ლექციები ჩატარდება 1-28 თებერვალს, Google Meet პლატფორმის მეშვეობით. კვირაში ორი შეხვედრა, ჯამში 4 საათი. შემაჯამებელი შეხვედრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული პროფესიით დაინტერესებული აბიტურიენტი ან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი. დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცა უნდა გაიარონ არაუგვიანეს 24 იანვრის 18:00 საათისა, ლინკზე: https://bit.ly/3A0O1sD

სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს