მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება - სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს გალიაც ჩემი აშენებულია

მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია, - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მას წესრიგისკენ მოუწოდა და განუმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე იმყოფება.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ივანიშვილის სასამართლოს პატივს არ სცემს.

„სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. ყველაფერი რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ. ჩამოვედი ამ ქვეყანაში და მივმართავ ჩემს ხალხს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს