მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომზადებული დასკვნის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს პენიტენციური სამსახური უჩივის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მომზადებული დასკვნის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლოში პენიტენციური სამსახური უჩივის. სასჯელაღსრულების დაწესებულება სამართალდამრღვევად ცნობას და 2 000-ლარიან ჯარიმას აპროტესტებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სასამართლომ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სარჩელი, ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

„გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გადაწყვეტილება არის ერთი, ერთიანად იქნა გამოტანილი ორივე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში და გადაწყვეტილება არის დასაბუთებული, იმედს ვიტოვებთ, რომ გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში დარჩება ძალაში. იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტაციაში. დაველოდოთ დღევანდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში თუ დღესაც სასამართლომ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციურის სამსახურის სარჩელი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც გასაჩივრდება“, - განაცხდა ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა ჯონი ჩონიაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლო მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა. მათივე ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა