ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია სააკაშვილის წინააღმდეგ „არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობს და გადაწყვეტილებასთან ახლოსაა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ „არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობს და აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან ახლოს არის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარტიამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა გუნდმა ინსპექტორის სამსახურისა და მის მიერ გამოქვეყნებული დასკვნების გაუქმება გადაწყვიტა.

,,ჩვენ გვაქვს სურვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის. აქ იგულისხმება რამდენიმე საგამოძიებო კომისია. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით შევცვალეთ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს და მთლიანად დასკვნასაც კი აუქმებენ. საჭირო გახდა გამოგვეყენებინა ნებისმიერი სხვა ოდნავ მიახლოებული ბერკეტიც კი, როგორადაც მიგვაჩნია საგამოძიებო კომისია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ახლოს ვართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებასთან", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო