მიხეილ სააკაშვილი - ქოლ-ცენტრების ცნობილ საქმეს გერმანელები იძიებენ, ბოლომდე მივლენ - გენერალი კალანდაძე გაუშვეს, მაგრამ გენერალ ლილუაშვილს მოუწევს ბერლინის ციხეში ერთი ადგილის დიდი ხანი ხეხვა

ქოლ-ცენტრების ცნობილ საქმეს გერმანელები იძიებენ, ბოლომდე მივლენ - გენერალი კალანდაძე გაუშვეს, მაგრამ გენერალ ლილუაშვილს მოუწევს ბერლინის ციხეში ერთი ადგილის დიდი ხანი ხეხვა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ლილუაშვილის ქოლ-ცენტრებიდან არეკინებენ ევროპაში და ფულს ართმევენ ევროპელ პენსიონერებს და საერთაშორისო დანაშაულის სქემაში ათასობით სტუდენტს რთავენ“.

ამასთან, სააკაშვილმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიღატაკის დაძლევის პროგრამაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც „საქართველოს ეკონომიკა 5 წელიწადში ძალიან სწრაფი განვითარების გზაზე უნდა გავიდეს“.

„რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ხალხი ამ კრიმინალებმა, აცნობიერებთ, სად ვართ? საქართველო ჩავარდა ყველაზე უგულო, ყველაზე ბოროტმოქმედ, ყველაზე სისხლიან, დამცინავ, ყველაზე გაუნათლებელ, ყველაზე უზნეო, უსაზიზღეს ნაწილის ხელში ქართული საზოგადოების, რომელიც ყველა დანარჩენს ანადგურებს, ამათხოვრებს, ქვეყნიდან ყრის. ეს ხდება ჩვენს თვალწინ. სადამდე უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში. თქვენ აცნობიერებთ, რომ საუკუნის დანაშაულია. თქვენ იცით, რომ საქართველოში გამოკითხვებით, მხოლოდ 20% თვლის, რომ ციხეში უნდა ვიჯდე. პროპაგანდის მიუხედავად, 5 ადამიანიდან 4 თვლის, რომ ციხეში არ უნდა ვიჯდე. მაგრამ ეს 20% არის ის, ვინც ფულს აკეთებს ქოლ-ცენტრებზე, სხვის გაჭირვებაზე, გაუბედურებაზე, პენსიონერებზე, უფასო სასადილოებზე. მე ვმუშაობ სიღატაკის დაძლევის და ქვეყნის განვითარების პროგრამაზე, სადაც ზუსტად მაქვს გაწერილი, როგორ უნდა გამოვიდეს საქართველოს ეკონომიკა 5 წელიწადში ძალიან სწრაფი განვითარების გზაზე და ეს დაიწყოს პირველივე წელს. ამ აფერისტებისგან განსხვავებით, მე ძალიან კარგად ვიცი, ეს როგორ კეთდება“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილიც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა