მიხეილ სააკაშვილი - ან იქნება რიგგარეშე არჩევნები, ან ვისაც სამი წელი დაცდა უნდა, შეეგუეთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება

რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოვიდა უსამართლობის წინააღმდეგ მშვიდობიანად ბრძოლისთვის.

„მე შემიძლია საქართველოში 10 მილიარდი დოლარის შემოტანა. ეს ნიშნავს, რომ ამათი „ბლეფი“ დასაქმება კი არ არის, არამედ არის დასაქმება ნამდვილი, მინიმუმ 1000 დოლარიანი ხელფასი, რომ არცერთ ქართველს არ მოუხდეს წასვლა საზღვარგარეთ, პოლონეთში „ტაქსაობა“ 800 ევროდ, 400 ევროს სახლში აგზავნის და 400 ევროს იტოვებს და ა.შ. ჩვენ ამას გავაკეთებთ, როგორც კი იქნება რიგგარეშე არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება. რიგგარეშე არჩევნები ან იქნება ან ვისაც უნდა სამი წელი დაცდა უნდა, შევეგუოთ იმას, რომ საქართველო აღარ იქნება.

ჩემს დროს უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე მიდიოდა. ბოლო 10 წელიწადში წავიდა 800 000, შემდეგ სამ წელიწადში წავა კიდევ მილიონი ადამიანი და ვისაც ილუზიები აქვს, რომ სამი წლის შემდეგ ა(აიპებ)-ის და სსიპ-ების პარტიას მოუგებს, ეს ხალხი უბრალოდ იჯდება აი, ამ მილიონ 800 ათასი ქართველისგან გადმორიცხულ ფულზე, ყოველ არჩევნებს ჩვეულებრივად დაწერს. ამიტომ, თავს ნუ მოვიტყუებთ მეგობრებო! ჩვენი ერთადერთი გზა და რისთვისაც მე ჩამოვედი საქართველოში, ეს არის ყველგან პროტესტი და ხმის ამოღება უსამართლობის წინააღმდეგ. მშვიდობიანი, მაგრამ ყველგან ძალიან მასშტაბური“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს