მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი ჩემი მკვლელობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში მან ყველაფერი მიიღო, გარდა მკურნალობისა. ამასთან, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე გორის ჰოსპიტალთან მყოფი ქუჩის ძაღლი გაახსენდა.

„ქუჩის ცუგაზე" სააკაშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბრალდების მხარემ მას სიტყვა გააწყვეტინა.

„რატომღაც გამახსენდა: გორის ჰოსპიტალთან რამდენიმე უპატრონო ძაღლი იყო. რამდენი ჩვენგან გავიდოდა დეპუტატი, ადვოკატი თუ ვიღაც სხვა და აკეთებდნენ განცხადებებს, იყო ერთი ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც ყოველთვის კადრში შედიოდა და როგორც კი ისინი განცხადებებს იწყებდნენ, ის იწყებდა ყეფას. მისი ცხოვრებისეული ფუნქცია იყო, რომ საშუალება არ მიეცა... როცა მე გადავძახე და ჩემმა მეგობრებმა ახალი წელი მომილოცეს, იქაც იდგა და მახშობდა მე. ყველას თავისი ფუნქცია აქვს ცხოვრებაში - არ მინდა ვინმემ საკუთარ თავზე მიიღოს, თუ ვინ არის კონკრეტულად ეს ცუგა. ცუგა ძალიან სიმპათიური იყო, თუმცა არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები", - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

სააკაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ გორის ჰოსპიტალში მან ყველაფერი მიიღო, გარდა მკურნალობისა.

ამასთან, სააკაშვილის ინფორმაციით, გორის ჰოსპიტალში მისი ყოფნისას, "იქ სუს-ი, მუსი შევიდა", რომელთა მიერ ყველა თანამშრომელი ისმინებოდა". როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სწორედ ფარული მოსმენის შედეგად, ჰოსპიტალის 60 თანამშრომელს სამსახურიდან ითხოვენ.

„ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი ჩემი მკვლელობა. იმ მოპყრობის შედეგად, რაც მე მივიღე, მძიმე ნევროლოგიური დაავადებით დავავადდი, რაც გონებას არ მიბინდავს, მაგრამ ბევრ სხვა ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის. ამ დაავადების მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია. ეს არის რეალობა. ამის დასადასტურებლად საქართველოში რამდენიმე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტი აპირებს ჩამოსვლას, თუმცა მეოთხე კვირაა ნებართვას ვერ იღებს. ყველაზე დიქტატორულ ქვეყნებში კი, მათ ნებისმიერ ჰოსპიტალში შეუშვებდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს