ხატია დეკანოიძე - მესამე პრეზიდენტის პატიმრობა ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ამბავია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ამბავია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. როგორც დეკანოიძე განმარტავს, სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული ყველა საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ამბავია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად, დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. შესაბამისად, იმისთვის დასჯა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, რომ სამშობლოში დაბრუნდა, მაშინ როცა ჩვენ ვიცით, როგორია მის წინააღმდეგ რეჟიმის დამოკიდებულება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც თვითონ მე მგონი, "ქართული ოცნება" არ ენდობა, მისი პატიმრობა ძალიან მძიმეა იმ ინტერესებისთვის, რომელსაც ჩვენი ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია",- განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, სააკაშვილი კანონიერად შემოვიდა თუ არა საზღვარზე, დეკანოიძე პასუხობს, რომ "რა ბრალიც არ უნდა წარუდგინონ მას, არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს საზოგადოების ნდობა არ აქვს".

"ჩემი აზრია და არამხოლოდ ჩემი, რომ ამ პროკურატურას საზოგადოებაში ნდობა არ აქვს, ეს ზუსტად იმას ემსახურება, რომ არც ერთ სახელმწიფო ინატიტუტს და არც ამ სასამართლოს არავითარი ნდობა არ აქვს. ამიტომ, ნებისმიერ შენთხვევაში, რა ბრალიც არ უნდა წარედგინოს და რა სისხლისსამართლებრივი დეტალებიც არ უნდა განიხილიოს პროკურატურამ, არავითარი ნდობა არ ექნება არამხოლოდ ჩემი მხრიდან, არც ერთი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან",- განაცხადა დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს