მიხეილ სააკაშვილი - მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს - გორის ჰოსპიტალში 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა

მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გორის ჰოსპიტალში 8 ადამიანი ახრჩობა.

„გიორგი ანწუხელიძემ მიწას არ აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა. პირიქით - ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით. მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს. გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200/110 წნევით. იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა. თქვენ გესმით, ვის ხელშია ჩავარდნილი საქართველო?! გესმით, ვის ასამართლებენ და ვინ ასამართლებს?! გესმით, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი სამუშაო?!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გონება დაკარგა.

„გუშინ ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ გონება დავკარგე. უკვე მეორედ, რაც პენიტენციურ სისტემაში ვარ, მაგრამ დილიდან დავლიე წამლები, მოვიკრიფე ჩემი თავი და მოვედი, რათა თქვენთვის შემომეხედა თვალებში და მიმემართა ქართველი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს