მიხეილ სააკაშვილი - ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს - ხალხის ჯანმრთელობა არ აინტერესებთ!

ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს - ხალხის ჯანმრთელობა არ აინტერესებთ! - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის შეფასებით, "მინისტრად დანიშნეს ვიღაც ფულის მქაფველი, რომელიც მხოლოდ იმისთვისაა, რომ პრემიერ-მინისტრს თუ ვიღაცას, ვინც ის დანიშნა, ფული მიუტანოს".

სააკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ და ამის გამო იძულებული არიან ოთხ ადგილას იმუშაონ.

"სამედიცინო სექტორი კრიზისშია. თავის დროზე, როდესაც ჩვენ სამედიცინო რეფორმა დავიწყეთ, 150 საავადმყოფო ავაშენეთ. შემდეგი ეტაპი ექიმების გადამზადება და სამედიცინო ტურიზმი იყო. ახლა მარჯვნივ და მარცხნივ თურქეთში რომ დავრბივართ, ეს საქართველოში იქნებოდა შესაძლებელი. ციხეში, სადაც მე ვიმყოფები, ერთ ადამიანს მეოთხე სტადიის კიბო აქვს, კვდება და არ მიდის სახლში, რადგან სახლში ქიმიოთერაპიას დაზღვევა არ ფარავს, ხოლო ციხეში - ფარავს. გამოსავალია ჩვენი ექიმების დაუყოვნებლივ გადამზადება და სამედიცინო ტურიზმის განვითარება, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს კაცი იმისთვის, რომ ფულები ქაფოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა