ელგუჯა ცომაია პროკურორს - ხუმრობა შემიძლია? თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს ვერ მოვიტაცებდი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის კვეთის დახმარებაში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას განცხადებით, მისი ავტომობილი, რომელშიც ის სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა, პატრულის თანამშრომელმა გააჩერა, თუმცა, ის მანქანის გაფუჭებული ნათურების გამო დააჯარიმეს. როგორც ცომაიამ განმარტა, ისინი პატრულის თანამშრომელმა მაშინ გააჩერეს, როცა ბათუმიდან თბილისში აპირებდნენ დაბრუნებას.

"მიხეილ სააკაშვილმა მოდი, ბათუმში წავიდეთო, წავედით ბათუმში, ერთ ადგილას 5 წუთი იყო, მეორე ადგილასაც 5 წუთი ვიყავით და წამოვედით. უკან ვბრუნდებოდით, ღამე იყო, 9-10 საათი იქნებოდა, გზაში პატრულმა გაგვაჩერა, მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც. ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფქირობ, გაგახარა ღმერთმა-მეთქი. ჯარიმა გამომიწერა და წამოვედით",- განაცხადა ცომაიამ.

მას პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა, რომელშიც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის გაიტაცეს.

"ხუმრობა შემიძლია? თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს მე ვერ მოვიტაცებდი",- განაცხადა ცომაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის სააკაშვილის მის სახლში ყოფნა დიდი პატივი იყო.

"ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო მიხეილ სააკაშვილი ჩემ სახლში რომ იყო, ერთშიც, მეორეშიც და ბავშვების ოთახში რომ ეძინა. მინდა ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს. არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავდგი ეს ნაბიჯი",- განაცხადა ცომაიამ.

ადვოკატებმა ელგუჯა ცომაიას მადლობა გადაუხადეს და ბოდიში მოუხადეს.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.

ადვოკატებმა შალვა და ზურაბ წოწორიებისა და გიორგი ნარიმანიძის გამოკითხვის ოქმები უდაოდ ცნეს, რის გამოც, ისინი სასამართლოში აღარ დაიკითხებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა