ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება - „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის წყალობით არის ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინით შეპყრობილი, სხვა დღის წესრიგი უბრალოდ არ აქვთ

სააკაშვილთან არაფერი გვესაქმება - „ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის წყალობით არის ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინით შეპყრობილი, სხვა დღის წესრიგი უბრალოდ არ აქვთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" ერთ-ერთმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი მხოლოდ ციხიდან გამოსვლა და რევოლუციის მოწყობაა და "მოქალაქეები" ვერც ერთში მისი პარტნიორები ვერ იქნებიან.

„ერთი წელი გვლანძღავდნენ რატომ შეხვედით პარლამენტშიო, მერე გამწკრივდნენ, შემოვიდნენ, ვითომც არაფერი მომხდარა და ახლა ჩვენგან ითხოვენ - არიქა, ისევ გავერთიანდეთო. არ ვიცი, ეგენი როგორ სოციუმში გაზრდილი ან როგორი პოლიტიკური გემოვნების ხალხია, მაგრამ ჩვენთვის ასეთი რამე არის ძალიან მიუღებელი. ვხედავთ ერთ რამეს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის წყალობით არის ვერგანხორციელებული რევოლუციის ჟინით შეპყრობილი, სხვა დღის წესრიგი უბრალოდ არ აქვს არც "ნაციონალურ მოძრაობას", არც სააკაშვილს.

სააკაშვილს აქვს ორი დღის წესრიგი, რომ ციხიდან გამოვიდეს და რევოლუცია მოახდინოს, ბოდიში, მაგრამ ვერც ერთში და ვერც მეორეში ჩვენ მისი პარტნიორები ვერ ვიქნებით. ქვეყნისთვის და ხალხისთვის რამე სასარგებლო იდეა ექნება? - კი ბატონო, მხარს დავუჭერთ, მაგრამ რევოლუციაში ვერავის და მით უმეტეს, სააკაშვილს ვერ დავეხმარებით.

სააკაშვილი თავის წარმოდგენების ტყვეობაშია და ისეთი რამეები ილაპარაკა დღეს, რომ სახტად დავრჩი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ ერთიანობას უნდა მიაღწიოს.

„ერთ-ერთი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ოპოზიციის ერთიანობაა. არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი გამოვა. საჭიროა ყველგან ყველაფრის გაპროტესტება, ყველა პოლიტიკური კუნთის ამუშავება. რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას. პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. რა თქმა უნდა, ეს მშვენივრად იცის ამ რეჟიმმა. ივანიშვილი ცდილობს ჩაკლას ეს მუხტი და მანამდე მომკლას მე, რომ ციხიდან არ გამოვიდე. მერე ვერავინ გამაწყვეტინებს, როდესაც ვიდგები არა რამდენიმე ათეული მეგობრის, არამედ ერთ ადგილზე შეკრებილი ორასი ათასი ქართველის წინაშე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო