ელგუჯა ცომაია განმარტავს, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის კვეთის დახმარებაში ბრალდებული ელგუჯა ცომაია განმარტავს, როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანა.

როგორც ელგუჯა ცომაიამ სასამართლო სხდომაზე პროკურორის კითხვის საპასუხოდ ჩვენების მიცემისას განმარტა, ის უკრაინაში ტვირთების გადაზიდვით არის დაკავებული.

მისივე თქმით, ჰქონდა გარკვეული პრობლემა, რის მოსაგვარებლადაც შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის საკონტაქტო ნომერი მისცეს. მას შემდეგ, რაც ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა პრობლემის მოგვარების მიზნით, მან დახმარება ვერ შეძლო. როგორც ცომაიამ განმარტა, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში იმყოფებოდა, გია ლორთქიფანიძე თავად დაუკავშირდა მას და საკუთარი ავტომობილით უკრაინიდან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაში დახმარება სთხოვა.

„ეს ხდება 2021 წლის დაახლოებით, ახალი წლის შემდეგ. შევხვდი ქალაქ კიევში, საწყობია კახპევსკის ქუჩა #46-ში. დიდი სავაჭრო ცენტრია და მხოლოდ მე არა, ყველა იქ დადის. მოვიდა გია ლორთქიფანიძე, მან იცოდა ჩემი საქმიანობა, რომ მყავდა მანქანები და დავდიოდი. ასეთი რამ თქვა, შევძლებ თუ არა მე კაცის გადაყვანას საქართველოში.

ვუთხარი, მაქვს ასეთი პრობლემები, თუ რამეში დამეხმარები, თქვეც რამეში უნდა დამეხმაროთ ჩემივე პრობლემებიდან გამომდინარე - მეთქი. მითხრა, ვეცდებიო. არც მაშინ უთქვამს მაგას რამეს გავაკეთებ ან არ გავაკეთებ. შემდეგ მითხრა, შეძლებ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასო.

რა თქმა უნდა, თქვენ ყველა თვლით, რომ დამნაშავე ვარ, მეც ვთვლი,რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ჩემთვის, მაგალითად იმ მომენტში როცა ეს მითხრა, მე საკუთარი თავი დამნაშავედ არ ჩავთვალე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ეს მანდო. ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი. მერე წამოვედი საქართველოში, მერე ისევ წავედი უკრაინაში და მერე დავბრუნდი საქართველოში და მეუღლეც გარდამეცვალა. ვიყავი განერვიულებული, 40 დღეა გასული. მირეკავს გია ლორთქიფანიძე. ამ დროს ვარ ქალაქ აბაშაში, ჩემს სახლში, ეს იყო 15-16 სექტემბერი. რომ დამერეკა, მითხრა, უნდა წამოხვიდეო. ავიღე ბილეთი. ჩვენ ერთმანეთს WhatsApp-ით ვურეკავდით, მეტი ტელეფონი არ მქონდა. მითხრა წამოდი უკრაინაშიო, რაზედაც მე დავთანხმდი“, - განაცხადა ელგუჯა ცომაიამ.

ელგუჯა ცომაიას თქმით, მას ჰყავს სულ ოთხი მანქანა და რომელიც ყველაზე გამართულად გადაადგილდებოდა იმ მანქანით წავიდა უკრაინაში.

„დავიტვირთე და წავედი ოდესისკენ. გემი უნდა ყოფილიყო 27 სექტემბერს, მაგრამ მაშინ რაღაც პრობლემები იყო გემის გრაფიკთან დაკავშირებით და ისე მოხდა, რომ 27 სექტემბრის ნაცვლად, 26 საღამოს უნდა წასულიყო გემი, ილიჩოვსკის პორტიდან. ამ დროს ისევ ვურეკავ გია ლორთქიფანიძეს. ვუთხარი, გემი არის 26 რიცხვში და უნდა გავყვე, ბილეთიც ნაყიდი მაქვს-მეთქი. მითხრა, რომ პრობლემა არ არისო. პორტის შესასვლელთან, დაახლოებით კილომეტრნახევარში იყო ბენზინგასამართი სადგური და იქ დავდექი. ვუთხარი,რომ მიხეილ სააკაშვილი იქ უნდა მოსულიყო. ღამე იყო დაახლოებით 8-9 საათი იყო. ვიჯექი კაბინაში და ისე მოადგა მანქანა უკან, არც ჩამოვსულვარ. მე იმის მერე ჩამოვედი მანქანიდან, როცა ის მანქანა წავიდა. ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილიც. კაცს პირველად ვხედავ, ბოლოს და ბოლოს, მესამე პრეზიდენტი იყო, მივესალმე. მე ჩავჯექი კაბინაში. მიხეილ სააკაშვილი ავიდა ზევით, საწოლზე. გამომდინარე იქიდან რომ უკრაინაში ხშირად დავდივარ და რამდენიმე წელია არც მებაჟეს და არც მესაზღვრეს ისე არ გაუსინჯავს, როგორც არის (წესი) და ჩვეულებრივ შევედით გემზე. ამგვარად გავიარეთ ეს პროცედურები“,- განაცხადა ცომაიამ

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა