პროკურორი - გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებას, რაც ვრცელდება როგორც ცომაიაზე, ასევე სააკაშვილზე - ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცედურო შეთანხმების გაფორმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ბრალდებულის აღიარება და ჩვენების მიცემისას გამოძიებასთან თანამშრომლობა სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთით შემოვიდა და ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა ელგუჯა ცომაია, რომელმაც დეტალურად განმარტა ვინ სთხოვა დახმარება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ შემოეყვანა სახელმწიფო საზღვარზე. დაცვის მხარემ მტკიცებულებები უდავოდ გახადა, რაც ნიშნავს, რომ აღარ მოხდება სხვა მოწმეების დაკითხვა.

ბრალდებულის აღიარება და ჩვენების მიცემისას გამოძიებასთან თანამშრომლობა წარმოადგენს სასჯელის დანიშვნისას შემამსუბუქებელ გარემოებას, რაც ვრცელდება როგორც ელგუჯა ცომაიაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილზეც. ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

პროკურორი ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს თავის სიტყვაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე არ უსაუბრია, რაც ,,ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით არის დადასტურებული”.

,,მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საერთოდ კავშირში არ იყო საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ საერთოდ არ მოგვისმენია საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მისი პოზიცია, რაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ დანაშაული უტყუარი მტკიცებულებებით არის დადასტურებული”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო