ლაშა დარსალია - საერთაშორისო პარტნიორებთან  აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა დონეზე, რაც  საჯარო გზავნილებშიც აისახა - მკაფიოდ გაივლო წითელი ხაზები, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რევიზიას

საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა დონეზე, რაც ნატო-ს გენერალური მდივნის და სხვადასხვა პარტნიორების მხრიდან საჯარო გზავნილებშიც აისახა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ აშშ-რუსეთისა და ნატო- რუსეთის მოლაპარაკებებთან და რუსეთის მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის დახურულ სხდომაზე მან ამ კომუნიკაციის შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა.

„დოკუმენტთან მიმართებით, რაც რუსეთმა გაავრცელა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხაზგასმული, ამით პრაქტიკულად რუსეთი საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვდა, აღიარებული ყოფილიყო ევროპის დაყოფა უსაფრთხოების ზონებად, კერძო ექსკლუზიური გავლენის სფეროებად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რასაც აყენებდა არის ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მათ შორის, საქართველო არ უნდა გახდნენ ნატო- ს წევრები და ამაზე ვალდებულება უნდა აიღოს დასავლეთმა, რაც ცალსახად არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, სუვერენიტეტის პრინციპთან და თავისთავად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს იყო ის საკითხი, რაზეც დასავლელ პარტნიორებთან გვქონდა პირველივე დღეებიდან კომუნიკაცია, როცა ეს პროცესები დაიწყო. საქართველო აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული როგორც აშშ-სთან, ასევე ნატო-ს 30- ვე წევრ ქვეყანასთან, აქტიურად მუშაობდნენ პარტნიორებთან საელჩოები, რათა საქართველოს საკითხები სათანადოდ ყოფილიყო ხაზგასმული და წამოწეული. ამის შედეგია სწორედ ის აქტიური ჩართულობა, რომელიც განხორციელდა საქართველოს და პარტნიორებს შორის რამდენიმე დონეზე და რამდენიმე სახის, რომელიც გრძელდება, ეს არის როგორც პირდაპირი საუბრები მაღალ დონეზე, იყო სხვადასხვა დონის ჩართულობა და ეს აისახა საჯარო გზავნილებშიც ნატო- ს გენერალური მდივნის მხრიდან თუ პარტნიორების მხრიდან და მკაფიოდ გაივლო წითელი ხაზები, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რევიზიას და საქართველოს და სხვა ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები არ არის მსჯელობის და ვაჭრობის საკითხი. ის, რომ სათანადოდ ყოფილიყო წამოწეული საქართველოს საკითხი, მეტწილად მიღწეულია და მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. ცალსახად საქართველოს მთავარი ინსტრუმენტი არის პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერა, რამაც მნიშვნელოვანი, პრევენციული როლი უნდა ითამაშოს საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას", - განაცხადა დარსალიამ.

ცნობისათვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით დეპუტატებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ლაშა დარსალიას და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძეს მოუსმინეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო