დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების ფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი ბიზნესმენების ფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას თქმით, შედეგად ზაფხულის ან შემოდგომისთვის მსხვილი ბიზნეს ფორუმის ორგანიზება მოხდება თბილისში.

„შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის იმ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებული ქართველი ბიზნესმენებისა და მენეჯერების იდენტიფიკაციას, ინტერესის სფეროების მიმოხილვას ეხება. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ზაფხულის ან შემოდგომისთვის მსხვილი ბიზნეს ფორუმის ორგანიზება თბილისში, სადაც მათ მთავრობა და პარლამენტი უმასპინძლებს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა