კახა წერეთელი - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ბოლო არის გამართლება

სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც არის განცდა და მოლოდინი იმის, რომ ეს არ არის იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ამ საქმის ბოლო „აუცილებლად არის გამართლება“.

„პრაქტიკულად სასამართლომ არსებულ სიტუაციაში მოძებნა გამოსავალი, თითქოს არც მწვადი დაწვა და არც შამფური. სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გამოსავალს უნდა ეძებდეს. სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც არის განცდა და მოლოდინი იმის, რომ ეს არ არის იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება, ეს ძალიან ცუდია და იმედია, რომ ეს ასე არ გაგრძელდება და შეიცვლება.

მტკიცებულებები არსად არ მიდის და არ იკარგება. ამ მტკიცებულებებით შეუძლებელია დანაშაულზე საუბარი. ბევრი წელია ამ სფეროში ვართ, ბევრი საქმე გვინახავს მსგავსი და ამ საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება.

იურისტებს გვინდა ერთი რამ - სასამართლო დარბაზში მოლოდინები ეფუძნებოდეს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და არა იმას რა იქნება კარგი, ცუდი, სწორი და არასწორი.

აღნიშნულმა საქმემ ერთი კარგი რამ გააკეთა - ის, რაც ვიცოდით ჩვენ, დავდიოდით სასამართლო დარბაზში, ძალიან ბევრი რამ გახდა ნათელი საზოგადოებისთვის და ალბათ, მხოლოდ ამისთვის ღირდა ამ საქმის წამოწყება სხვა თუ არაფერი“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს