ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება.

კანდიდატებთან გასაუბრება 10:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი 4 კანდიდატია, ხოლო ცესკოს წევრობის მსურველი - 7.

კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო