პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტმა ვერ ჩააბარა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებული ტესტი - იმედს ვიტოვებ, ერთხელ მაინც მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტმა ვერ ჩააბარა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებული ტესტი - იმედს ვიტოვებ, მას საფრანგეთში მიღებული განათლება და ცხოვრება გამოადგება იმისთვის, რომ ერთხელ მაინც მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს არგამოყენებას.

მისი თქმით, როცა პრეზიდენტი საუბრობს სამართლებრივად მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძვლის არარსებობაზე, სამწუხაროა, რომ ადმინისტრაციაში არ მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც შეფასებას გააკეთებდნენ, რადგან სამართლებრივი საფუძვლები, თუ რატომ არ უნდა გაუქმებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, არსებობს.

"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონთან და საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტმა არ ისარგებლა თავის კონსტიტუციური უფლებით და არ დაადო ვეტო ამ კანონებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა ვერ ჩააბარა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებასთან დაკავშირებული ვერც ერთი ტესტი. იმედს, ვიტოვებ, მას საფრანგეთში მიღებული განათლება და ცხოვრება გამოადგება იმაში, რომ ერთხელ მაინც მიიღებს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.

თუ სამართლებრივ ნაწილზე ვსაუბრობთ, ცუდია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც შეფასებას გააკეთებდნენ. ძალიან მარტივი რამ უნდა გაეკეთებინათ, უნდა ამოეღოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საუბარია პირდაპირ, რომ არჩევითი თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა შეიძლება განხილული იყოს როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოსვლა. ეს საკითხი არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან. მე როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი აპირებს ამ მიმართულებით სარჩელის შეტანას. ასევე, კარგი იქნებოდა მოესმინათ კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე გამოთქმული სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება გარკვეული ვადით არჩეული თანამდებობის პირისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო