პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე - სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა

პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო დროშა არის უმთავრესი სიმბოლო, რომელიც განასახიერებს საქართველოს როგორც ერის და სახელმწიფოს ღირებულებებს, მისწრაფებებს, ადგილს მსოფლიოში.

„შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის ისტორიული საფუძველი დაკავშირებულია შუა საუკუნეების საზღვაო რუკებთან, სადაც საქართველო ერთი მთლიანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

ასეა დღესაც, ევროპის სახელმწიფოების დანიის, ბრიტანეთის, შვედეთის, ფინეთის დროშები რომლებსაც უძველესი წარმომავლობა აქვთ ჯვრებით არიან წარმოდგენილი. სიმბოლოების ენაზე ასეთივე ერთიანი სივრცე იყო შუა საუკუნეების ევროპული სამყარო, სადაც მოღვაწეობდნენ გიორგი ბრწყინვალე, დავით აღმაშენებელი, ლევან დადიანი“, - აცხადებს მამუკა გონგაძე.

მისივე შეფასებით, 2021 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, როდესაც აღმოჩნდა მეფე დავით აღმაშენებლის მონეტა მაცხოვრის სიმბოლური გამოსახულებით, რაც იგივე მხატვრულ-შინაარსობრივი დატვირთვის არის რაც ხუთჯვრიანი კომპოზიცია და კიდევ ერთი დასტურია, რომ დავით აღმაშენებლის დროსაც საქართველო, აქამდე ცნობილ გიორგი III-ის, თამარ-დავითის მონეტებზე უფრო ადრე, სიმბოლურად ერთიანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილად განისაზღვრებოდა, რომელიც მაშინ წმინდა მიწის ირგვლივ იყო გაერთიანებული.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით. 2004 წლის 14 იანვარს სახელმწიფო დროშის დადგენით დაიწყო საქართველოს სიმბოლური დაბრუნება ევროპულ ოჯახში, რაც დღესაც გრძელდება სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენით“, - აცხადებს გონგაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა