„სტრატეგია აღმაშენებელი“ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

კალანდარიშვილი, ზარიძე, ცაცაშვილი წარმოადგენენ კონკრეტულ ჯგუფს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაკავებულია არჩევნების „დალაგებით“ - მათ მიმართ ნდობა არ გვაქვს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მათი მხარდაჭერა არ ექნებათ.

„ქართული ოცნების“ პირობებში ფორმალობად გადაიქცა თანამდებობის პირების არჩევა, რადგან ერთპარტიულად იღებს ყველა გადაწყვეტილებას და მთავარი კრიტერიუმი არის ასარჩევი პირის ლოიალობა "ქართული ოცნების" მიმართ. სწორედ ასე იქნება ახლაც. აირჩევენ მხოლოდ იმ ხალხს, რომლებიც არიან შემოწმებული და გადამოწმებული და აქვთ მათი ნდობა. ჩვენ ამ კანდიდატებს არც პირველ ჯერზე დავუჭირეთ მხარი და არც ახლა დავუჭერთ, არსებობს მთელი რიგი კითხვები კალანდარიშვილთან, ზარიძესთან, ცაცაშვილთან, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ ჯგუფს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც დაკავებულია არჩევნების „დალაგებით“. მათ მიმართ ნდობა არ გვაქვს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება.

ცესკოს თავმჯდომარეობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს