ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თამაზ ფოლადაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ გამოწვევად დეზინფორმაციას ასახელებს

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თამაზ ფოლადაშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ გამოწვევად დეზინფორმაციას ასახელებს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარეობის კონკურსანტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე გასაუბრების პროცესზე განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უდიდეს შრომას სწევს, საზოგადოებას დეზინფორმაციის წყალობით შთაბეჭდილება რჩება, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია რაღაცას ვერ აკეთებს და არჩევნები ყალბდება.

თამაზ ფოლადაშვილის თქმით, საჭიროა მეტი მხილება, ნებისმიერ დეზინფორმაციაზე მეტი პასუხის გაცემა, ასევე მეტი კომუნიკაცია არჩევნებში ჩართულ მხარეებთან და საზოგადოებასთან.

„პირადად ჩემი ოლქის - ვაკის საარჩევნო ოლქის შემთხვევაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ფაქტი, რომ ვაკის საარჩევნო კომისიის დონეზე არჩევნები გაყალბდა - რომელიმე სუბიექტს ხმა დააკლდა ან მოემატა, არ ფიქსირდება. დეზინფორმაციის წყალობით საზოგადოებას შთაბეჭდილება რჩება, რომ არჩევნები გაყალბდა. ამით უფასურდება და უფერულდება ის, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებს. საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ტელევიზიებიდან, სოციალური ქსელებიდან ადგილი აქვს ცილისწამებას, ტალახის სროლას, ადმინისტრაციის დისკრედიტაციას“, - განაცხადა თამაზ ფოლადაშვილმა.

მან კიდევ ერთ გამოწვევად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენციის პრობლემა და მათი დაბალი კვალიფიკაცია დაასახელა. როგორც ფოლადაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, პრობლემაა ის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ანაზღაურება ძალიან დაბალია.

ფოლადაშვილმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საარჩევნო უბნები დროებითი ორგანოა, რომლებიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იქმნება, ხოლო ერთი თვის განმავლობაში მიღებული სწავლა, შეიძლება არაპროდუქტიული იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო