ჰერმან საბო - პრეზიდენტის პირველი ვეტო კარგი პრეცედენტი იქნებოდა

ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევდა „ქართული ოცნება“ და პრეზიდენტს საბოლოო ჯამში, შეიძლება უბრალოდ შერჩენოდა მმართველ პარტიასთან ურთიერთობის გაფუჭება, ალბათ, ამან გადაწონა და არ დაადო ვეტო სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა დაინახა, რომ ვეტოს დადებას რაიმე შინაარსი არ ექნებოდა და სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

„კარგი პრეცედენტი იქნებოდა პრეზიდენტს პირველი ვეტო დაედო სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონზე იმის პარალელურად, რომ მას ძალიან არ მოსწონდა ის ფორმა, როგორც მოხდა მისი ინიცირება და მიღება. თუმცა, ის ფაქტი, რომ ვეტოს ძალიან მარტივად დაძლევდა "ქართული ოცნება" და პრეზიდენტს საბოლოო ჯამში, შეიძლება უბრალოდ შერჩენოდა მმართველ პარტიასთან ურთიერთობის გაფუჭება, შეიძლება ამან გადაწონა და არ დაადო ვეტო.

მე დავინახე, რომ მან ადეკვატურად შეაფასა ის პოლიტიკური პროცესები რაც ქვეყანაში და დაინახა, რომ დიდი შინაარსო ვეტოს დადებას არ ექნებოდა და საქმე არ გვაქვს იმასთან, რომ არგუმენტაცია ვეტოსთვის გაუჭირდებოდა. მისი კრიტიკა საკმარისი არგუმენტაცია იქნებოდა რომ ვეტო დაედო, ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის თვალში მაინც,“ - განაცხადა ჰერმან საბომ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა