ევგენი გრუშოვეცი - უკრაინელი ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა შეფასდეს, თუ რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის ინფორმაციით, სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს ოფიციალური განცხადებით მიმართავს და მის წინააღმდეგ განხორციელებული წამების, არაადამიანურ მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის საქმეზე დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

როგორც უკრაინელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩაატარეს არაერთი შეხვედრა უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან და როგორც უკრაინელი ექიმები, ასევე ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეფასდეს, თუ რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას.

მისივე თქმით, მიმდინარეობს სისტემური და სისტემატური მუშაობა, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობს სისტემური და სისტემატური მუშაობა საქართველოში, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგეს”, - აღნიშნა ევგენი გრუშოვეცმა, რომელმაც დღეს რუსთავის მე-12 საპატიმროში სააკაშვილი მოინახულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა