ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე - თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, არ შეიძლება ნათელა ბებო ბიულეტენებს ათი საათი ითვლიდეს

600 საარჩევნო ბიულეტენის დათვლას ათი საათი არ უნდა სჭირდებოდეს - თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, არ შეიძლება ნათელა ბებო ბიულეტენებს ათი საათი ითვლიდეს, - ეს განცხადება ცესკოს თავმჯდომარეობის შესარჩევ კომისიაზე გასაუბრებისას, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა თენგიზ თევზაძემ გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში რაც შეიძლება მალე უნდა დაინერგოს, ხოლო ის, ვინც ამის მომხრე არ არის, საფრთხეა დემოკრატიის დამკვიდრებისთვის.

თენგიზ თევზაძე იმასაც ამბობს, რომ საარჩევნო პროცესში თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგა ამ სფეროში ახალგაზრდების დაინტერესებას გაზრდის.

„სახელმწიფო ინსტიტუტებში თაობათა ცვლა დაიწყო. ერთადერთი ორგანო, სადაც ახალი თაობის, ახალი სისხლის შეშვება არ ხდება, საარჩევნო ადმინისტრაციაა. აუცილებელია ახალგაზრდობის, მოტივირებული ადამიანების საარჩევნო პროცესში ჩართვა. თუ გადახედავთ, თუ ვინ იღებს სამოხელეო გამოცდებში მონაწილეობას, ეს ის ადამიანები არიან, ვინც სხვადასხვა დროს იყვნენ ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის წევრები“, - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

ცესკოს თავმჯდომარეობის შესარჩევი კომისია თევზაძის ორგანიზაციის "პლატფორმა 2020"-ის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირით დაინტერესდა. როგორც გასაუბრებისას კომისიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" "პლატფორმა 2020-ის" რამდენიმე დამკვირვებელი "ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში" დაადანაშაულა. აღნიშნულთან დაკავშირებით თევზაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების დაკვირვების პროცესში ორგანიზაციის არც ერთი დამკვირვებლის კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეაქვს, ხოლო თუკი არჩევნების შემდეგ ვინმე რომელიმე პარტიის მხარდამჭერი გახდა, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

თენგიზ თევზაძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ის მიუკერძოებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური თავმჯდომარე იქნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს