გიორგი კალანდარიშვილი - ყველაფერი გავაკეთე კომისიის წევრების დასარწმუნებლად, რომ ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირონ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ყველაფერი გააკეთა კომისიის წევრების დასარწმუნებლად, რომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ.

როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ კონკურსში მონაწილეობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან საინტერესო კითხვები იყო, რომელიც ძირითადად აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ხედვებს ადმინისტრაციის განვითარებასთან დაკავშირებით, ტექნოლოგიების გამოყენებას, ელექტრონულ სერვისებსა და ა.შ.

მისი თქმით, ეცადა, რომ კომისიის წევრებისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინა.

„ჩემი ხედვა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები და შესაძლებლობები, ეს არ არის მხოლოდ სურვილები, ეს არის ღრმა ანალიზის შედეგად უკვე პრიორიტეტული მიმართულებები, რომელსაც კონკრეტული ამოცანები და მიზნები აქვს. ეს ყველაფერი ასახულია 2022 წლის ჩვენს სამოქმედო გეგმაში. ვფიქრობ, ამომწურავად ვისაუბრე, მათ შორის იმ მიღწევებზე, რომელიც ადმინისტრაციამ ჩემი ხელმძღვანელობით მოახერხა, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისი არჩევნები ჩაგვეტარებინა. რჩება გამოწვევები, საკითხები, რომელიც მეტად გაუმჯობესებას საჭიროებენ”, - აცხადებს კალანდარიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს