პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონზე ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად, ხელი მოაწერა კანონს

სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონზე ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად, ხელი მოაწერა კანონს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ შესაბამის კანონზე ვეტოს არგამოყენებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ საკითხზე განხილვების პერიოდში არგუმენტირებული კრიტიკა არ გამოთქმულა.

"ამ პროცესის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა სახის კრიტიკა, მათ შორის, რატომ იყო დაჩქარებული პროცესი, ამასობაში გავიდა საკმაოდ ბევრი დრო, რომ თუკი რაიმე კრიტიკული არგუმენტი არსებობდა, გამოთქმულიყო. ყველა არგუმენტი გამოითქვა და საბოლოო ჯამში, ყველა ვთანხმდებით, რომ ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა არ არსებობს. აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც. პრეზიდენტმაც მოისმინა ყველა მოსაზრება, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა ამ კანონს. აქედან გამომდინარე, გარკვეულ ისტერიას დაინტერესებული მხარეების მხრიდან, გაეცა პასუხი იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა