გიორგი კალანდარიშვილი - რაც არ უნდა კარგი გააკეთო, ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის მაღალი გავლენა აქვს, რომ შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი შეიძლება ჩამოინგრეს

რაც არ უნდა კარგი გააკეთო, დეზინფორმაციის, ე.წ. ფეიკინფორმაციის გავრცელებას იმ დონის მაღალი გავლენა აქვს, რომ შენი ამდენი ნაღვაწი, ნაშრომი ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩამოინგრეს, - ამის შესახებ ცესკოს მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას განაცხადა.

კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ პრობლემად და გამოწვევად დეზინფორმაცია და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენა დაასახელა. მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, საპილოტე რეჟიმში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ჩამოყალიბდა.

"ავამუშავეთ მექანიზმი, რომლის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლები მედიამონიტორინგს, ინფორმაციის ანალიზს და მასზე დროულ რეაგირებას ახორციელებენ. გადამზადდა მედიამონიტორების ჯგუფი. ერთ-ერთი პირველი საჯარო უწყება ვართ, რომელმაც ასეთი ტიპის მექანიზმი გამოიყენა იმისთვის, რომ დაიცვას ინსტიტუცია და ამომრჩეველი არასწორი აღქმების ჩამოყალიბებისგან, რასაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება იწვევს. ინსტიტუციის დაზიანება საარჩევნო პროცესს აზიანებს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის წევრებთან გასაუბრებისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო