თამარ კორძაია - მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელი ადვოკატები ჩართულები არიან და უკრაინა დაინტერესებულია სააკაშვილის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელი ადვოკატები ჩართულები არიან ამ პროცესში და უკრაინის სახელმწიფო დაინტერესებულია მისი მოქალაქის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებით. იმედი მაქვს, რომ ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს, - ასე აფასებს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის „წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის ფაქტებზე“ უკრაინის გენპროკურატურაში რამდენიმე საქმე აღიძრა.

როგორც მან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა, აუცილებელია სააკაშვილი პირადად მოინახულოს და გაარკვიოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივი თქმით, ხელისუფლება ცდილობს აბსოლუტურ ვაკუუმში ამყოფოს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე გარეშე მყოფი პირები.

,,სააკაშვილის დაკავების დღიდან ინტენსიურად ვითხოვ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მე როგორც პარლამენტის წევრს არ მაწვდიან არანაირ ინფორმაციას, ამიტომ აუცილებელია მოვინახულო და პირადად მასთან გავარკვიო რა მდგომარეობაა. ხელისუფლება ცდილობს აბსოლუტურ ვაკუუმში ამყოფოს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე გარეშე მყოფი პირები, რომლებსაც გვაინტერესებს მისი მდგომარეობა”, - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში სააკაშვილთან დაკავშირებული წამების, არაადამიანური მოპყრობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და არასწორი მკურნალობის ფაქტებზე, პენიტენციური სამსახურის თანამდებობის პირების მიმართ რამდენიმე საქმე აღიძრა.

როგორც უკრაინელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა, შესაბამისად, „უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რათა ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა