შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე - ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე და კიდევ უფრო დაბალი დონეა შეტევა მოსამართლის წინააღმდეგ

ზოგიერთი ოპონენტის თუ ორგანიზაციის მხრიდან სამწუხარო ტრადიციაა შეტევა სასამართლოზე, როგორც ინსტიტუტზე და კიდევ უფრო დაბალი დონე არის შეტევა ინდივიდუალურად მოსამართლის წინააღმდეგ, რაც არის მიუღებელი და განსაკუთრებით მიუღებელია ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლის მიმართ.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში დაძაბულობას და აგრესიულ გამოვლინებას იწვევს.

„ადამიანების წინააღმდეგ თუნდაც სიტყვიერი შეტევა გახლავთ დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა და ჩვეულებრივი მოწოდება, რომ ხდებოდეს ადამიანის ღირსების შელახვა, შეურაცხყოფა. ასეთი მოწოდებები პოლიტიკოსების თუ საზოგადოებრივად აქტიური პირების მხრიდან ინსპირირებას უკეთებს იმას, რომ მხარდჭერებმაც ასეთი რეაქცია გამოხატონ, რაც არის სამწუხარო გამოწვევა, ამის შედეგად ხდება ტემპერატურის აწევა საზოგადოებაში და სხვადასხვა აგრესიული გამოვლინება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწოდებას აქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამის საუკეთესო პასუხოა ხალხის რეაქცია, რომელიც ნეგატიურია.

"ყველა ადამიანს ჩვენს ქვეყანაში აქვს მოწოდების გაკეთების უფლება და ქართველ ხალხს აქვს ამ მოწოდებაზე პასუხის გაცემის უფლება. ჩვენ ვხედავთ, როგორია ქართველი ხალხის პასუხი ქუჩაში გამოსვლასთან დაკავშირსბით გაკეთებულ მოწოდებებზე. ამის ყველაზე კარგი ანალიზი არის ხალხის რეაქცია, რომელიც არის ნეგატიური,"- განახადა პაპუაშვილმა.

გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა. "თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი",- ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.

სააკაშვილის თქმით, მისი გადასაწყვეტია, ვის მიმართავს.

„მე გადავწყვეტ, ვის მივმართო, მივმართავ ქართველ ხალხს, თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს. მე სად ვბრძანდები ძალიან კარგად ვიცი - ეს დარბაზი ჩემი აშენებულია; დროშა, რომელიც თქვენს უკან არის, ჩემი გაკეთებულია; ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია; ეს აუდიტორიაც ჩემი გაკეთებულია, ეს გალიაც ჩემი აშენებულია.

ყველაფერი, რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. არავითარ პატივს არ ვცემ ივანიშვილის სასამართლოს. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ“, - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა