შალვა პაპუაშვილი - ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად საუბარი არის, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არის დეზინფორმაცია

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად საუბარი არის, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას ღარიბაშვილის მხრიდან პოსტის შესაძლო დატოვების თაობაზე.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ შეიქმნა ვებ -გვერდი www.garibashvili.ge, ხომ არ უკავშირდება კერძო გვერდის შექმნა პოსტის დატოვებას უახლოეს მომავალში და საინდან ფინანსდება ის, რაზეც პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ გვერდის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამაზე. ამ ვებ-გვერდს არ ვიცნობ. ზოგადად, ხელისუფლების გამჭვირვალობა ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, მათ შორის, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ გავაცნოთ ყველა ნაბიჯი, რომელსაც აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება დგამს ქვეყნის სასიკეთოდ,"- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს