სალომე სამადაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სწორი იქნებოდა ვეტოს გამოყენება - ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან

სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებულ ცვლილებებზე სწორი იქნებოდა ვეტოს გამოყენება - ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან, - ამის შესახებ "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვეტოს დადებით პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დააბრუნებდა ამ საკითხს პარლამენტში და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებასაც კიდევ ერთხელ მიაპყრობდა მას.

„რაც შეეხება ვეტოს საკითხს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება მოხდა დაჩქარებული წესით პარლამენტში, სწორი იქნებოდა მას ვეტოს შესაძლებლობა გამოეყენებინა, რითაც შექმნიდა სივრცეს იმისთვის, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა კიდევ ერთხელ გააქტიურებულიყო ამ საკითხზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან. ეს ცხადია, არ არის კავშირში იმ პროცესთან, რომელიც მან დააანონსა ახალ წლამდე, მაგრამ მისი მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა დაეხმარებოდა დეპოლარიზაციის თუ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც წამოიწყო. ვნახოთ რა გაგრძელება მოჰყვება ამ პროცესს, ეს მისი ინიციატივა იყო და მასზეა დამოკიდებული როგორ ხედავს ამ პროცესს,“- განაცხადა სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა