ვახტანგ მეგრელიშვილი - ბადრი ჯაფარიძის გაშვება პარლამენტიდან „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი იქნება

ახლა ბადრი ჯაფარიძის გაშვება პარლამენტიდან „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი იქნება, - ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობა.

„არაადამიანურ ქმედებას ჰგავს. გარდა იმისა, რომ სასამართლო პროცესი იყო დამაზიანებელი, კიდევ ერთხელ გვაჩვენა "კლოუნადა", რაც ქვეყანაში გვაქვს და ასევე რაც სასამართლოზე გვისაუბრია. ახლა ამ ადამიანის გაშვება „ქართული ოცნებისთვის“ რეპუტაციულად კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელი იქნება. მელია იყო 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის და ა.შ. გამოვლინება, ბადრი ჯაფარიძე შედარებით სიმპათიური ადამიანია და „ქართულ ოცნებას“ იმდენი არ აქვს ინვესტირებული მათ „შავ პიარში", რომ მისი გაგდება ადამიანურად შერჩეთ“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო