თეონა ჭალიძე - სოციალური აგენტები ჯანდაცვის მინისტრებმა არაერთხელ მოატყუეს, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე არიან

“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვის საკითხს ეხმიანება.

თეონა ჭალიძის განცხადებით, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს უკვე წლებია ატყუებენ. მისივე განმარტებით, სოციალური აგენტების მოთხოვნები სრულად ლეგიტიმური და სამართლიანია.

„სოციალური აგენტები არაერთხელ მოატყუეს ჯანდაცვის მინისტრებმა, ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრის ზღვარზე ლამის თავად არიან. მათი ყველა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. მოთხოვნები ლეგიტიმური და სამართლიანია.

390-მდე დასაქმებული ითხოვს: გაწეული სამუშაოს ტარიფების და სამგზავრო ხარჯის ანაზღაურების გაზრდას, დეკრეტული შვებულების სრულყოფილ ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას, ბიულეტენზე ყოფნის დროს სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებას და პროფესიულ კავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების დადებას.

სოლიდარობას ვუცხადებ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს, სოციალურ აგენტებს, რომლებიც უკვე მერამდენედ იწყებენ გაფიცვას თავიანთი შრომითი უფლებებისთვის, რადგან ამ ადამიანებს წლებია უკვე ატყუებენ და არაფრად აგდებენ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ექიმების ოჯახში გაზრდილ, ხუთი შვილის მამას ჯანდაცვის მინისტრის ამპლუაში სოციალური აგენტების გაფიცვაზე“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა