„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სამდივნო შეიქმნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პარტიაში ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პარტიაში ახალი სამდივნო შეიქმნება.

როგორც პარტიის წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, პარტიული სტრუქტურა ძლიერდება, აღმასრულებელი რგოლი უფრო მეტად დაკომპლექტებული და ჩამოყალიბებული იქნება იმისთვის, რომ ახალი გამოწვევებისთვის იყოს მზად.

„პარტიაში ხდება პასუხისმგებლობების უფო მეტად გადანაწილება, ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება. ვემზადებით იმისთვის, რომ მეტად იყოს ხალხის ნება ასახული ქვეყნის მმართველობაში. შესაბამისად, ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს მეტად ძლიერი იმისთვის,რომ პასუხობდეს ხალხის გამოწვევებს“, - აცხადებს ობოლაძე.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, პარტიის ცენტრალური ოფისის მენეჯმენტში ცვლილებები იქნება. როგორც მან განაცხადა, გამოწვევების გადალახვასთან დაკავშირებით გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს მართავენ.

მისივე განმარტებით, ცენტრალური ოფისის მენეჯმეტის ცვლილებებთან დაკავშირებით ფორმალური პრეზენტაცია სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

„აქედან გამომდინარე, ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციები გვაქვს ჩვენი გუნდის წევრებთან, მხარდამჭერებთან და ყველასთან, ვისთან ერთადაც შესაძლებელი იქნება იმ ამოცანებისა და გამოწვევების გადალახვა, რომელიც არამხოლოდ პარტიას, არამედ პირველ რიგში, ქვეყანას უდგას, იმიტომ, რომ ჩვენი პარტია ოპოზიციიდანაც უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. გამარჯვების მერე, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას, ხალხს უნდა დავანახოთ რა ხედვები გვაქვს, რა მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას და რა იქნება ჩვენი პრიორიტეტები. ამიტომ, ამას სჭირდება ძალიან მოქნილი, კარგი მენეჯმენტი და ახალი სამდივნო, რაც სწორედ ამ ნიშნით იქნება შერჩეული“, - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სამომავლოდ ამ საკითხზეც იმსჯელებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს