გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. დაშავებულთაგან 4 არასრულწლოვანია.

,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იგეგმება ერთ-ერთი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

აღნიშნული ავარიის გარდა, მოცურების შედეგად ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან იგოეთთან გადავარდა, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა კი ავტობანის გორი-რუისის მონაკვეთზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა