დავით ზალკალიანი - ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის რწმუნება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს წვერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანში, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის ასევე წვერი სახელმწიფოების მხრიდან ამ გზაზე შემდგომი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-რუსეთის დიალოგის ფარგლებში პარტნიორ სახელმწიფოებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციისა და კოორდინაციის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ღირებულ და საიმედო პარტნიორს. ასევე, აღინიშნა საქართველოს როლი რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.

„მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ნატოელი პარტნიორების პოზიცია, რომ ისინი არიან ერთიანი და მათ მიდგომებში არაფერი იცვლება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ მწვავე რიტორიკისა რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან და რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრინციპებთან, შესაბამისად იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც იყო წამოწეული ცნობილ ორ დოკუმენტში, ნატოელი პარტნიორების პოზიცია არის მყარი, რომ კერძოდ არ გადაიხედება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, და რომ არავის აქვს უფლება საკუთარი გავლენის სფეროდ განიხილოს ესა თუ ის რეგიონი და რომ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა თავად აირჩიონ თუ უსაფრთხოების რომელ ალიანსი სურთ გაწევრიანება. შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროგრესი რაც აქვს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე არ დაზარალდეს და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდეს", - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ნატო-ს ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდგომ.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ხედვებს, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საქართველომ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მათ შორის კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის სახელმწიფო უწყებების და კერძო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა.

მინისტრმა პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან არსებული მაღალი დონის კომუნიკაციის შესახებ და მიესალმა პარტნიორ სახელმწიფოების მხრიდან კოორდინაციის გაზრდილ დინამიკას.

ნატო-ში ალიანსის წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა პოლონეთის მისიის ინიციატივით, საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის მიწვევით მიმდინარე წლის 17-18 იანვარს ხორციელდება“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა