ბადრი ჯაფარიძე - მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა უმძიმესი კრიზისი

მზად ვართ, დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა ასეთი უმძიმესი კრიზისი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, არაკომპეტენტური მართვის შედეგია, რომ დღეს სოციალურ მუშაკებთან მიმართებაში 400- ლარიან შრომით ანაზღაურებაზეა საუბარი.

„ეს არის „ქართული ოცნების“ მართვის შედეგი, როდესაც სიამაყით არის საუბარი, რომ „400 ლარს ვთვაზობთ და არ გვთანხმდებიან“. გავიდა 10 წელი, რაც მმართველობაშია „ქართული ოცნება“ და ახლა საუბარია, რომ იქნებ როგორმე 400 ლარი ხელფასი დაენიშნოს სოცმუშაკს. ეს არის სწორედ არაკომპეტენტური მართვის შედეგი. თუ წინა მთავრობა ვერ უვლიდა დევნილების პრობლემას, 10 წელი გავიდა, ახლა ამათმა რა გააკეთეს? „ქართულმა ოცნებამ“ რას მიაღწია დევნილებთან მიმართებაში? - მიაღწია იმას, რომ დღეს არის სოციალური მუშაკების გაფიცვა.

მზად ვართ დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები, ხელისუფლებასთან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება, რომ მოვისმინოთ, რატომ შეიქმნა ასეთი უმძიმესი კრიზისი. ოპოზიციას შეუძლია დაიბაროს მინისტრი, მაგრამ მინისტრს შეუძლია სრული უგულებელყოფა მოახდინოს, რაც არაერთხელ ვნახეთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა